დაბა მესტიის N2 სკოლის ყოფილ პედაგოგს - რუბენ გვარლიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი საზეიმოდ გადაეცა
12-04-2023
დაკოპირებულია
-
+
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის ყოფილ სპორტის პედაგოგ რუბენ გვარლიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ის ამჟამად პენსიაზეა, მანამდე კი არაერთი თაობა ღირსეულად აღზარდა. დაჯილდოების ცერემონიისადმი მიძღვნილი საღამო კი, მარიანა ფალიანის ხელმძღვანელობით, სკოლის ორგანიზაბით გაიმართა. მიწვეული იყვნენ პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები, კოლეგები და მეგობრები.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ღირსეულად და დამსახურებულად მიიღო დამსახურებული მასწავლებლის წოდება! დაჯილდოების ცერემონია დიდი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვით ჩატარდა.
საღამოს, ბატონი რუბენის უამრავი ყოფილი მოსწავლე და თაყვანისმცემელი ესწრებოდა, რომლებიც დიდი სიყვარულით მოეფერნენ ყოფილ მასწავლებელს, კოლეგას და საუკეთესო მეგობარს! ჩვენი სკოლა ამაყობს მასწავლებლით! დაე, მრავლად გვყავდეს მისნაირი პედაგოგები. ასევე, ჩვენი სკოლა მადლობას უხდის დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებით აღვნიშნავდით მხარდაჭერისთვის მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს“,- აღნიშნავენ სკოლაში.