მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებებით გაჯერებული შემეცნებითი კვირეული მოეწყო.
სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, დედაენის დღეს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებიც მიეძღვნა.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა მამულაშვილის ხელმძღვანელობით ელექტრონულად და არა მხოლოდ ელექტრონულად, გადმოსცეს სიყვარული ქართული ენის მიმართ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა, გაიხსენეს ერის სულიერი მამის, საქართველოს დიდი წმიდანის - მართალი ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? ...სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს...“
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო
სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“