სიახლეები
სკოლები

ოშორის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
12-04-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სახის ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.

სკოლაში, 9 პრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი თეა შავაძე გახლდათ. მან მოსწავლეებს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გააცნო და ამ დღის მნიშვნელობის, შედეგების შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ აღნიშნულ დღეს სიმღერები: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, „დაუკარით“ და „მაგრად დაჰკარით“ მიუძღვნეს.

ასევე ლექსები წაიკითხეს და აღნიშნულ დღეს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს.  

სკოლაში ასევე მათ 9 აპრილის გმირთა ხსოვნას სტენდი მიუძღვნეს და ამით მათი სახელი უკვდავყვეს.

„სტენდი გაფორმებული იყო სანთლებითა და ნახატებით.. ღონისძიებაზე კი იყო სანთლები, მოზღვავებული ემოცია და ცმრემლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრდა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება