სიახლეები
სკოლები

ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
13-04-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში უცხური ენების სიღრმისეულ სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის საბავშვო უნივერსიტეტის TSU Juniors-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელიც 14 მარტს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას სრულიად უფასოდ დაესწრონ აკადემიური წერის სესიებს  - Academic Writing Sesions და გაიუმჯობესონ წერითი უნარები ინგლისურ ენაში.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის არიან  ქვედა სამებას საჯარო სკოლის ორი მეათეკლასელი: ნუცა ხალვაში და საბა სანიკიძე.

„როცა გავიგე რომ მქონდა შესაძლებლობა და შანსი ისეთი უნარების ათვისებისა, როგორიც აკადემიური წერაა, წარმოუდგენელი ბედნიერება დამეუფლა.

ტესტის კეთებისას ცოტა ვღელავდი, მაგრამ მჯეროდა ჩემი თავის. ადრე თუ სხვებისაგან ვისმენდი ასეთ წარმატებას, ახლა მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რაც ნამდვილად მაძლევს მოტივაციას, რომ ვაკეთო უფრო და უფრო მეტი, საკუთარი და ჩემი სკოლის წარმატებისათვის. ჩემი პატივისცემა და მადლობა თსუ-ს და საბავშვო უნივერსიტეტს“, -აღნიშნავს საბა სანიკიძე. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პედაგოგი ლელა ვერულიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება