მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის სხვადასხვა ტრადიცია ჰქონდა. Etaloni.ge რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:
სამეგრელოში აღდგომას ლაგვანის (ქვევრი) თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო, საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა. შემდეგ კი ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.
რაჭაში აღდგომა დილით პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. ლიტანიობის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა. აღდგომის მეორე დღეს რაჭაში „გიორგონთობას“ ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს და ხარშავდნენ ხორცს.
ყოველ წელიწადს, აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს, რომელიც უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით ლელოს მოთამაშეებსაც ასმევდნენ, ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.
კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, აუცილებელი იყო დაეკლათ ღორი.
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელს სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა. მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს, შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ერთად აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ