საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი ქალაქ სამსუნში დაგეგმილ საქმიან შეხვედრას დაესწრო
18-04-2023
დაკოპირებულია
-
+
საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მრავალპროფილური ქართულ-თურქული კლინიკა იხსნება. კვლევითი ინსტიტუტი ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ფარგლებში თურქეთის საუკეთესო კლინიკებთან თანამშრომლობს.
საერთაშორისო განათლების, კულტურის კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი გოჩა მოსია მივლინებით თურქეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ სამსუნში დაგეგმილ საქმიან შეხვედრას დაესწრო.
შეხვერას თურქეთში საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენელი ჯემალ ბერიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის დროს, პროექტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უსაფრთხოებას და თანამედროვე სტანდარტს ეხება.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ტექნიკურ დეტალებზე და სტანდარტებზე, რომელთა დაცვა სავალდებულოა, როგორც დაწესებულების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ამასთანავე, განიხილეს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ორივე მხარისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
როგორც საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტში აცხადებენ, მრავალპროფილური ქართულ-თურქული კლინიკა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე იქმნება.მისი ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდის, მისი მიმდებარე სოფლებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს საშუალება მიეცემათ სამედიცინო დახმარება უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ კლინიკაში მიიღონ.
გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტებისა და პაციენტების ოჯახის წევრებისთვის აშენდება სასტუმროც.
მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2023 წლის ივნისში დასრულდება.
კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მადლობას უხდის ბატონ ჯემალ ბერიძეს თურქეთში გაწეული დახმარებისთვის ასევე, კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსს - გოჩა მოსიას წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი