მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, პატრიოტული ღონისძიება -„9 აპრილი - გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე“, გაიმართა.
დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს.
მოსწავლეების თვალწინ ისტორიის პედაგოგმა, თამარ ჩაკვეტაძემ გააცოცხლა ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, წარმოადგინა პრეზენტაცია, შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა, დისკუსია, უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შეფასება და განხილვა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვიდრე საქართველო იარსებებს, ეს თარიღი ყველა თაობას შეახსენებს კაცობრიობის მთავარ ფასეულობებს.
ამ დღეს სიკვდილით სიკვდილი დამარცხდა და პატრიოტი ადამიანების სახელი უკვდავებას, სამშობლოს ისტორიას შეუერთდა.
ეს თარიღი ეკუთვნის ყველას, ყველა თაობას წარსულსა და მომავალში.
თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის მძიმე საფასური ახლავს. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია.
1991 წლის 9 აპრილს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
„დიდება გმირებს! დიდება თავისუფლებას!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით