სიახლეები
სკოლები

„მარჯვე ხელები“- სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
18-04-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი - „მარჯვე ხელები“ განხორციელდა. 

აღნიშნულ პროგრამას ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. 
 
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეორადი მასალებითა და დაფინანსებით შეძენილი რესურსებით სხვადასხვა ნივთები დაამზადეს, შექმნეს Facebook გვერდი და განათავსეს სარეალიზაციოდ.  
 
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა 12 აპრილს, სკოლის ეზოში მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოიწვიეს დამფინანსებელი და მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ტელევიზია, რესურსცენტრი, მეგობარი სკოლები და თემის წარმომადგენლები. 

„პროექტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან დამფინანსებელი და მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ტელევიზიას, რესურსცენტრს, მეგობარ სკოლებს, თემის წარმომადგენლებს, სკოლის დირექციას და მთლიანად სასკოლო თემს  ღონისძებაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. 
განსაკუთრებულ მადლობას უხდიან კოლეგებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ბავშვებს და დაეხმარნენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება