მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რამდენიმე დღის წინ etaloni.ge-ს თბილისის N126 საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაგვიკავშირდა, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე დაფიქსირებული საკმაოდ უსიამოვნო ფაქტის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია:
„თბილისის N126 საჯარო სკოლის საპირფარეშოში მეორეკლასელს მე-6 კლასის მოსწავლეებმა ფოტოები გადაუღეს... ბავშვი ძალიან დაისტრესა, თუმცა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ფაქტი არ გაეხმაურებინა... მშობლებმაც ჩუმად, ერთმანეთისგან გავიგეთ ეს ამბავი, რომელსაც დირექტორი საგულდაგულოდ მალავდა თურმე...
მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამბავი მაინც გახმაურდა, მშობლები შეშფოთებულები ვართ, ეჭვი გვეპარება, რომ ბავშვების უსაფრთხოება დაცული იქნება ამ სკოლაში... ამიტომ მოგმართეთ თქვენ, იქნებ ფაქტის გახმაურებით მაინც აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტები რადგან დირექტორის ინტერესებში მხოლოდ ფაქტის გაუხმაურებლობაა თურმე და სხვაგვარი, პრევენციული ზომების აუცილებლობას, როგორც ამბობენ, ვერ ხედავს!“
დღეს, როდესაც მთავრობის, განათლების სამინისტროს პოლიტიკის ამოსავალია „უსაფრთხო სკოლა“, 21-ე საუკუნეში მსგავსი, მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაცდომები, წესით აღარც უნდა ხდებოდეს! თუმცა ისიც საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სინამდვილეს. სწორედ ამის გასარკვევად, etaloni.ge თბილისის N126 საჯარო სკოლის დირექტორს, ირინე მჭედლიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა“ და ზოგადად, „ინციდენტი უკვე აღმოფხვრილია!“
სწორი ინტერპრეტაციის შესახებ კი ქალბატონ ირინეს ჩვენთვის არაფერი უთქვამს... მხოლოდ რამდენიმე უხეში ფრაზით შემოიფარგლა: „რა ვალდებული ვარ გიპასუხოთ?!“, „ჩასაფრებული ხართ!“, „სკოლაში მობრძანდით და მოგახსენებთ!“, „არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენთან შეხვედრის!“
ასე რომ კითხვები: რა გზებით აღმოიფხვრა ინციდენტი? ვის მიმართა ვითარების დასარეგულირებლად და რა კეთდება სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით? ან რატომ არ ხდება სასკოლო საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია ? - კვლავ უპასუხოდ დარჩა.
სამაგიეროდ ის შევიტყვეთ, რომ etaloni.ge-ს ზარის შემდეგ, დირექტორმა კლასის დამრიგებლებს დაავალა მზა ტექსტის გაგზავნა მშობლებისთვის; აღნიშნულ ტექსტში მომხდარი ფაქტი დასტურდება და ისიც აღნიშნულია: „მყისიერად გამოვიძახეთ ის მოსწავლეები, რომლებიც იქ იყვნენ მშობლებთან ერთად, მანდატური და მართლწესრიგის სამსახურის ოფიცერი. რეაგირება იყო სწრაფი და გონივრული“. იქვეა აღნიშნული, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ვფიქრობთ არის მიზანმიმართული“, თუმცა ამ შემთხვევაშიც რატომ არ ცდილობს დირექტორი მედიასთან ღია და სწორ კომუნიკაციას კიდევ უფრო საკვირველია...
ჩვენთვის უცნობია რა „სწრაფ და გონივრულ რეაგირებაზეა“ საუბარი, რა ზომებს მიმართეს აღნიშნულმა სამსახურებმა, გაუწიეს თუ არა დაზარალებულ მოსწავლეს ფსიქოლოგიური დახმარება და ზოგადად, რას ნიშნავს „ინციდენტის აღმოფხვრა“...
ფაქტია, რომ ჩვენ დირექტორთან მისი პოზიციის დაფიქსირების, ინციდენტის სწორი გაშუქების და ზოგადად, სკოლის პრევენციული მიდგომების შესახებ გვსურდა საუბარი. ჩვენ კითხვებზე კი დირექტორისგან რბილად რომ ვთქვათ უკმეხი პასუხები და დამოკიდებულება მივიღეთ... მიუხედავად ამისა, Etaloni.ge ახლაც მზადაა უცვლელად დააფიქსიროს სკოლის დირექტორის პოზიცია, თუ კი ამის სურვილი ექნება...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი