სიახლეები
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭადვი ღონისძიება
19-04-2023
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლის დაწყებითი განათლების კათედრაზე ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში II კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ინგა დადუნაშვილთან ერთად, წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ულამაზესი საღამო.

ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა წინასწარ შეარჩიეს შესაბამისი ლექსები და ცნობილ პიროვნებათა გამონათქვამები. შეისწავლეს და შეასრულეს ქართული ენისადმი მიძღვნილი სიმღერები და ქართული ცეკვები.

ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა პედაგოგებისა და მშობლებისათვის თავად დაამზადეს და გააფორმეს მოსაწვევები.

უნდა აღინიშნოს ღონისძიების მომზადებაში მშობლების უდიდესი როლი და მონაწილეობა.

„მოგეხსენებათ თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას, გარდა იმისა რომ იგი დადებითად აისახება მოსწავლეთა მოსწრებასა და მოტივაციაზე, ასევე უაღრესად პოზიტიურ გავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებამ, პატარა მოსწავლეების შესრულებით, სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება
დაიმსახურა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება