მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვარკეთილში, 18 აპრილს, საღამოს მომხდარ ავარიას მოზარდი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი, არასრულწლოვანს, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებთ, იგი სამართალდამცავებმა დააკავეს.
გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
გარდაცვლილი მოზარდი 15 წლის გოგონაა, რომლის შესახებაც, თავდაპირველად ითქვა, რომ N117 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
დეტალების დასაზუსტებლად, etaloni.ge აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელს, მაია მეტონიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ გარდაცვლილი მოზარდი N117 საჯარო სკოლის მოსწავლე არ ყოფილა.
„გოგონა თბილისის N5 სკოლაში სწავლობდა... რადგან შემთხვევა ჩვენს სკოლასთან ახლოს მოხდა, ამიტომ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია; სინამდვილეში მოზარდი აქვე მდებარე მოსამზადებელ ცენტრში დადიოდა, ინგლისურში ემზადებოდა... ძალიან დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ ოჯახს და სასკოლო საზოგადოებას“.
ამის შემდეგ, თბილისის N5 საჯარო სკოლის დირექტორს, ზაზა ლომოურს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი მოზარდი ნამდვილად მის სკოლაში სწავლობდა, უბედური შემთხვევა კი საღამოს საათებში მოხდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი