სიახლეები
სიახლეები

თამთა ბერიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი
27-04-2018
-
+


თამთა ბერიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტია, რომელმაც ერასმუს+107 გაცვლითი პროექტის ფარგლებში ესპანეთში ქალაქ ალკალას უნივერსიტეტში ერთი სრული სემესტრი გაატარა.

თამთა ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. მისი თქმით ეს არის უნიკალური გაცვლითი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა არა მხოლოდ პროფესიული უნარჩვევების ჩამოყალიბების, არამედ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის:

„ძალიან მნიშვნელოვანია, მიეჩვიო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, ახალ გარემოში ადაპტაციას და, რაც მთავარია, უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე. საქმე ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს ესპანეთის საელჩო, ამიტომ ვიზის გაკეთება თურქეთში, სტამბოლში მომიწია. ეს ყველაფერი დამოუკიდებლად შევძელი და მაქვს განცდა, რომ არაა რთული სასწავლებლად სხვა ქვეყანაში წასვლა, თავად ეს უნივერსიტეტი უძველესია. რამაც მომნუსხა ესაა დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, იქ ყველა პირობაა, რომ ადამიანმა ცოდნა მიიღოს. ჩვენი უნივერსიტეტი პატარა უნივერსიტეტია და მაინტერესებდა როგორ ასწავლიან დიდ უნივერსიტეტებში. ამის შესაძლებლობა სწორედ ამ უნივერსიტეტში მოვახერხე, სადაც სტუდენტთა რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 60.000 ხოლო, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 30.000 სტუდენტი ირიცხება. საქართველოდან იყვნენ სხვა უნივერსიტეტებიდან, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან მხოლოდ ქართველები ვიყავით. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმან, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კვირის ყოველდღე მუშაობს დილიდან საღამომდე და შესაძლებელია ნებისმიერი წიგნის როგორც ინტერნეტით ასევე ფიზიკურად მოძიება. რამაც საკმაოდ ბევრი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა მომცა. სასწავლო პროცესიც გონივრულად იყო დაგეგმილი და ისეთი საგანიც კი, როგორიცაა მაგ. „შრომის სამართალი“, ნამდვილად გამოსადეგი საგანია. იქ ვერ ნახავთ სტუდენტს, რომელიც სასწავლო პროცესის დროს, დროს კარგავდეს და მათი დამოკიდებულება სწავლისადმი ძალიან დასაფასებელია,“ - აღნიშნა თამთა ბერიძემ.

პროექტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კოორდინაციას უწევს ასოც. პროფესორი მაია დარასელია. მისი თქმით, სტუდენტებისათვის ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მომავალი წლიდან უკვე არა მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ ევროპული ენებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის მაგისტრატურის საფეხურის 15 სტუდენტი ჩაერთვება. 

როგორც ხარისხის სამსახურის უფროსი რომეო გალდავა ამბობს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია:

„ჩვენი სტუდენტების გაცვლით პროექტში მონაწილეობის მიღება ევროპულ უნივერსიტეტებში ზრდის სოხუმის უნივერსიტეტის ცნობადობასაც,“ - აღნიშნა რომეო გალდავამ.

ასევე, დაგეგმილია ოთხი ესპანელი პროფესორის ვიზიტი სსუ-ში, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში წაიკითხავენ ლექციებს განათლების, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

უახლოეს დღეებში კი უნივერსიტეტის სამი პროფესორი მაია დარასელია, ნესტან კეკელია და რომეო გალდავა ალკალას უნივერსიტეტში წარმოადგენენ პრეზენტაციასა და ლექციებს წაიკითხავენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება