სიახლეები
სკოლები

„გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში!“ - სათხის საჯარო სკოლაში შემეცნებითი პროექტი განხორციელდა
19-04-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში, ისტორიული და კულტურული საკითხებისადმი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი პროექტი - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში!“, განხორციელდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაერთხელ გაკეთებულა აქცენტი ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, თუმცა აღსანიშნავია რომ  ადამიანები ვერ აცნობიერებენ კულტურული ძეგლების დაცვის მნიშვნელობას, ამიტომ მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლაში განხორციელებული პროექტი. 

პროექტზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, თავიანთ მასწავლებლებთან ერთად, სოფელ სათხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ექსკურსია მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ექსკურსია, ისინი მოტივირებულნი  და ენთუზიაზმით სავსენი დაბრუნდნენ სკოლაში, შემდგომ  კი - ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებისა, ასევე მათი მნიშვნელობის გაეაზრებინათ და დაეფასებინათ.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: ისტორიის  მასწავლებელი ბეღექ მანასიანი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანჟელა ბაღოიანი და ბილინგვური სწავლების კოორდინატორი ქნარიკ ქოსიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება