მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეთა ცოდნისა და გაგება-გააზრების დასადგენად სხვადასხვა საშუალება არსებობს, მათგან მარტივი და ეფექტურია ე.წ. დაუსრულებელი წინადადებები.
ამგვარი დავალება, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოსწავლეებს ეხმარება, მოკლედ გადმოსცენ სათქმელი ისე, რომ გააცნობიერონ, რა არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი.
წერითი სამუშაო „დაუსრულებელი წინადადებები“ მასწავლებელს დაეხმარება იმ მოსწავლეებთან მუშაობაში, რომლებსაც სათქმელის ზეპირად გამოხატვა უჭირთ და მისი წერილობით გადმოცემა ურჩევნიათ.
როგორ და რა ფორმით გამოვიყენოთ დაუსრულებელი წინადადებები?
პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები. შერჩეული წინადადებების დასრულების მიზანი უნდა იყოს მოსწავლის ცოდნის, გაგება-გააზრების დონის შეფასება. მასწავლებელს ამგვარი წინადადებებით შეუძლია, დაადგინოს მოსწავლის ინტერესები და საჭიროებებიც.
დაუსრულებელი წინადადებების გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, როდესაც მიზნიდან გამომდინარე რაიმეს დადგენა გსურთ.
დაუსრულებელი წინადადებები შეიძლება იყოს ამგვარი:
წაკითხულ ტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ...
ტბასა და ზღვას შორის განსხვავება ისაა, რომ...
სასვენ ნიშნებს ვიყენებთ იმიტომ, რომ...
მომწონს/არ მომწონს მთავარი პერსონაჟი, რადგან...
ტექსტის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ...
ამ საკითხზე მე ვფიქრობ, რომ...
ჩემთვის გაუგებარია ის, რომ..
საკითხი, რომელიც ვერ გავიგე, არის...
თემის შესწავლისას ყველაზე კარგად დამამახსოვრდა...
საკითხის შესწავლისას ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ...
საგნის უკეთესად შესწავლაში დამეხმარებოდა....
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა