სიახლეები
სკოლები

დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე -„ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში“​ - საინტერესო კონფერენცია ჩაატარეს
20-04-2023
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი ჩართულობით საინტერესო პრეზენტაციები და პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მე-11 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა კონფერენცია თემაზე - „ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში“​ ჩაატარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი: ​საზოგადოებაში სოციალური ცნობიერების ამაღლება ბულინგის, როგორც აგრესიული ქმედების, მისი სახეების შესახებ; ჩაგვრის პრევენცია და ამ პრობლემის გადასაჭრელად ეფექტური გზების ძიება იყო.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები:

  • რა არის ბულინგი ;
  • რა ფორმით შეიძლება იყოს ის გამოხატული ;
  • რა არის ბულინგის გამომწვევი მიზეზები ;
  • როგორ ვებრძოლოთ ბულინგს ;
  • რამდენად აქტუალურია აღნიშნული თემა ;
  • წიგნები, ფილმები ბულინგის შესახებ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემებზე საინტერესოდ იმსჯელეს და სკოლაში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. 

„მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებით დაასაბუთეს, რომ აუცილებელია ბავშვების გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და მისი ადრეულ ასაკშივე აღმოფხვრა,რათა ზრდასრულობაში მძაფრი გამოვლინება არ ჰპოვოს და ისეთი ფატალური შედეგით არ დასრულდეს,როგორიცაა - მოძალადედ ჩამოყალიბება.საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აღკვეთოს ბულინგის ნებისმიერი ფორმა და გადაჭრით თქვას -  „არა ძალადობას !“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ მნიშვნელოვან საკითხების შესახებ საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

ბანაკიდან დაბრუნებული მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ჯარის ბანაკში გატარებული ერთი კვირა ძალიან საინტერესო,  სასწავლო და სახალისო  აქტივობებით  იყო დატვითული

 
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება