სიახლეები
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება 
20-04-2023
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში დაწყებითი განათლების კათედრამ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოაწყო. 

მის ფარგლებში, არაერთი აქტივობა განხორციელდა. ამჯერად კი, სასკოლო საზოგადოება მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატალია ფიდიურთან ერთად, აღაფრთოვანეს. გამართეს ღონისძიება, რომელიც პროექტის - „ო ენავ ჩემო, დედაო ენავ“ შეჯამება იყო. მოსწავლეები გულმოდგინედ გაეცნენ ინფორმაციას დედაენის დღის შესახებ. მათ წარსულის მიმართ მოწიწება და პატივისცემა გამოხატეს, გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები, წარადგინეს მოძიებული ინფორმაცია, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.

პროექტის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსი განხორციელდა, რომლის შედეგებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე გამოიფინა.

განსაკუთრებით აღინიშნა კლასის გაფორმება, რომელზეც მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა იზრუნეს. ღონისძიებამ, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, უდიდესი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

„აღსანიშნავია კოლეგების თანამშრომლობა და მონაწილეობა, განსაკუთრებით კი, მუსიკის პედაგოგ ინგა დადუნაშვილის დამსახურება. პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იყო მშობელთა ჩართულობა და დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, რაც უდიდეს პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება