სიახლეები
სკოლები

ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატრიოტული ღონისძიება მიუძღვნეს
20-04-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში მნიშვენელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

გამონაკლისი არც 9 აპრილი ყოფილა. ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის მირანდა მოლაშხიას ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი ემოცია, განცდა, ტკივილი ისე მიიტანეს მაყურებლამდე, რომ ღონისძიებას მაყურებლის ცრემლების, გულწრფელი ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.

მასწავლებელმა მირანდა მოლაშხიამ კი მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, სიმბოლურად, ტიტები მიართვა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ცხრა აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, მოსაზრებები გამოთქვეს. უმცროსკლასელებმა კი თემატური ნახატები წარადგინეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მირანდა მასწავლებლის ორგანიზებულმა ღონისძიებამ ღრმა კვალი დატოვა მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების ცნობიერებაზე. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

ბანაკიდან დაბრუნებული მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ჯარის ბანაკში გატარებული ერთი კვირა ძალიან საინტერესო,  სასწავლო და სახალისო  აქტივობებით  იყო დატვითული

 
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება