სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს 
20-04-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე იზეიმეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო უგულავამ, პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებთან ერთად, ეს დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნა. პირველკლასელებმა ქართული ანბანისა და სიტყვებისაგან უმშვენიერესი თაიგული შეკრეს. 

მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართულ დამწერლობაზე იმუშავეს, არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს და ბოლოს, საკუთარი სახელები ასომთავრულით დაწერეს.

დამრიგებელმა მანანა ღოღობერიძემ კი მეოთხე კლასის მოსწავლეებს ვიდეოპრეზენტაცია - „14 აპრილი დედაენის დღეა“, უჩვენა. ჩვენების შემდეგ, აქტივობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს მუხრან მაჭავარიანის - „ქართული მარტი ენაა?!,  ნუცუბიძის - „დედა ენა“, ნიშნიანიძის, გოგებაშვილის - „დედა ენა“ და სხვა. 

„პირველკლასელები ჯერ ვერ აცნობიერებენ ამ დღის მნიშვნელობას, მაგრამ იციან, რომ ეს დედაენის დღეა და დედაენა კი სიბრძნის წიგნია, რომელმაც მათ წერა-კითხვა ასწავლა, დაანახა თუ რამდენად ლამაზია ქართული ენა. ამ დღის აღსანიშნავად ქართული ანბანისა და სიტყვებისაგან უმშვენიერესი თაიგული შეკრეს.

დედაენის დღის აღნიშნვამდე მანანა ღოღობერიძემ კლასს გააცნო ასომთავრული ანბანი. აქტივობაში სიხარულით ჩაებნენ მოსწავლეები. მეორე დღეს, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს - ვინ რამდენი ასო დაიმახსოვრა, დაფაზე წერდნენ თავიანთ სახელებს. ბოლოს კი, ერთობლივ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეექმნათ პოსტერი - „ეს წიგნი ერის ბურჯი“ - და ნიშნიანიძის  ლექსის სტრიქონები ჩაეწერათ ჯერ მხედრული ანბანით, შემდეგ იგივე სტრიქონი ჩაეწერათ ასომთავრული ანბანით.
ეს აქტივობა მათთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადაწყვიტეს ასომთავრული ანბანი სრულად შეისწავლონ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
                                                


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება