მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, მნიშვნელოვან თემებზე პროექტებს დიდი ინტერესითა და მონდომებით ატარებენ.
ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის გაკვეთილზე თემის - „ტრეფიკინგი“ შესახებ საინტერესო პროექტები და ვიდეომასალები წარადგინეს.
მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრეფიკინგი, დღეს, 21-ე საუკუნეში კლავ გრძელდება. მოსწავლეებმა კი სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს - თუ როგორ უნდა შეუშალოს ხელი საზოგადოებამ ამ მძიმე დანაშაულს.
მათ ასევე აღნიშნულ საკითხზე საინტერესო დისკუსია გამართეს, რომელიც როგორც სკოლაში გივყვებიან, საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
მსგავსი პროექტები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.