ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა... დასჯის კიდევ რა მეთოდებს იყენებენ მშობლები
26-04-2023
დაკოპირებულია
-
+
„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგების მიხედვით, უფროსი ასაკის ბავშვებში ფსიქოლოგიური აგრესიის გამოიყენება უფრო მაღალია. ამასთან, უფროსი ასაკის ბავშვები უფრო მეტად ექვემდებარებიან მძიმე ფიზიკური დასჯის მეთოდებს.
ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები.
ბავშვების აღზრდისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის ხშირი გამოყენება დიდი ხანია,ითვლებასერიოზულპრობლემადსაქართველოშიმაცხოვრებელიბავშვების უსაფრთხოებისთვის. 2018 წელს ჩატარებულმა MICS კვლევამ გამოავლინა, რომ აღზრდის მეთოდი არაძალადობრივი იყო 1-14 წლის ბავშვების 28 პროცენტში („საქსტატი“, 2019). ბავშვების66პროცენტისმშობლებმა/ოჯახისწევრებმააღიარესფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება, ხოლო ფიზიკური დასჯა ბავშვების 31 პროცენტს შეეხო. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ბავშვების თითქმის 5 პროცენტმა გამოსცადა სასტიკი დასჯა, როგორიცაა სახეში, თავსა ან ყურებზე გარტყმა და/ან მთელი ძალით ცემა.
„ბავშვთაკეთილდღეობისგამოკვლევის“მონაცემებისმიხედვითრესპონდენტების თანახმადმდგომარეობამნიშვნელოვნადარისგაუმჯობესებული:ბავშვების29.4 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა აღიარეს ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება, ხოლო ფიზიკური დასჯა ბავშვების 4.8 პროცენტს შეეხო. არაძალადობრივი მეთოდები გამოყენებული იყო 2-17 წლის ბავშვების 62.5 პროცენტის მიმართ (ცხრილი 9.1). სასტიკი ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება ნახსენები იყო ბავშვების 0.1 პროცენტის მიმართ.
გოგოებთან შედარებით, ბიჭები უფრო მეტად ექვემდებარებიან აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს.
ქალაქელი ბავშვების მიმართ უფრო ხშირად გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი