მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ „ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში“.
ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები,
ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა). 16 საჭიროებიდან სულ მცირე სამის დანაკლისის მქონე ბავშვების წილი განსაზღვრავს მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსს.
კვლევის მიხედვით, ბავშვების 24.4% ხორცის დანაკლისს განიცდის, 21%-ზე მეტს სახლში გათბობას, 15% ფეხსაცმელის, ხოლო 14% ახალი ტანსაცმლისა და წიგნების ნაკლებობას.. აღსანიშნავია, რომ ბავშვების 10% სასკოლო ექსკურსიებზეც ვერ დადის.
ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლის ინდექსის შემადგენელი საჭიროებები:
1 რამდენიმე ახალი (არა მეორადი) ტანსაცმელი
2 ორი წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ერგება
3 ნედლი ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად
4 ხორცი, ქათამი, თევზი ან მათი ვეგეტარიანული ეკვივალენტი ყოველდღიურად
5 ბავშვის ასაკის შესაფერისი წიგნები სახლში (სასკოლო წიგნების გამოკლებით)
6 გასართობი მოწყობილობები ღია ცის ქვეშ
7 ოთახის თამაშები
8 გართობა/დასვენების რეგულარული აქტივობები
9 განსაკუთრებული შემთხვევების აღნიშვნა
10 დროდადრო მეგობრების დაპატიჟება სათამაშოდ ან საჭმელად
11 მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებსა და სასკოლო ღონისძიებებში, რაც ჯდებათანხა
12 არდადეგები სახლიდან მოშორებით
13 დავალიანებები (ქირა, იპოთეკა, კომუნალური გადასახადები და სხვ.)
14 ადეკვატურად თბილი სახლი
15 კერძო მოხმარებისთვის ავტომობილის ხელმისაწვდომობა
16 ინტერნეტის ხელმისაწვდომობა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი