სიახლეები
სკოლები

მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
21-04-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

ღონისძიებაში, I და IV კლასის მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ. 

პირველკლასელებმა, რომელთა დამრიგებელი, პედაგოგი ციცინო ბორაშვილია, სკოლის დარბაზში, ყველა ქართველისთვის ღირსშესანიშნავი დღე იზეიმეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედაენაზე დაწერილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და დღის ბოლოს ქართული ჰიმნიც გააჟღერეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა.

მოსწავლეებმა, პატივისცემით აღნიშნეს, „დედა ენის“ შემოქმედის - იაკობ გოგებაშვილის უდიდესი ღვაწლი და მხიარული წარმოდგენებით გააფორმეს საღამო.

მეოთხეკლასელებმა კი, თბილისში დედა ენის ძეგლთან, აღნიშნეს ეს დღე, ქართულ ენას თაყვანი სცეს და მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ქართველ პოეტთა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და გაუშვეს ფერადი ბურთები, ფრანი და ცისარტყელას ფერები - ბაღი მხიარული ინსცენირებებით ააჟრიამულეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნანული ავაქიშვილი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2024 წლის სტუდენტთა საგრანტო  კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება