სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „მილენიუმში“ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული გაიმართა
21-04-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და მომავალზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ.

ამჯერად, სკოლაში ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული გაიმართა. შედეგად, შენობა მოსწავლეთა შექმნილი ნახატებით, ანბანის თავისებურად შესრულებული ვერსიებითა და ლიტერატურული კაფით გალამაზდა.

კვირეულის პირველ დღეს, მე-8 კლასის მოსწავლეები დიდუბის პანთეონს ესტუმრნენ. მათ გაიხსენეს და პატივი მიაგეს იმ საზოგადო მოღვაწეებსა და შემოქმედებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის, ხელოვნების, მწერლობისა და მეცნიერების განვითარებაში. გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?", რომლის ფარგლებშიც მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებს შორის შეჯიბრში მეათე კლასი დაწინაურდა. მოსწავლეებისთვის თამაში სახალისო, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნასაც პატივი მიაგეს.

აქტივობებში მასწავლებლებიც ჩაერთნენ. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნიდან” შედგენილი კითხვებით მასწავლებლები გამოსცადეს, „დამარცხებულ” მასწავლებლებს ძღვენის გაღება მოუწიათ, „გამარჯვებულ” მასწავლებლებს კი, მოსწავლეებმა გადასცეს საჩუქრები. აქტივობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა ყველასთვის.

კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა იმიტირებული სასამართლო პროცესი იყო. მოსწავლეებმა პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლის როლები მოირგეს და ლიტერატურული პერსონაჟები - ნესტან-დარეჯანი და ტარიელი „ვეფხისტყაოსნიდან”, ხვარაზმშას ძის მკვლელობის გამო გაასამართლეს. პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იმპროვიზაციასაც მიმართეს და სრულიად მოულოდნელად, დამსწრე საზოგადოება ნაფიც მსაჯულებად აქციეს.

კვირეულის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა საგან მოქალაქეობის ერთი საგაკვეთილო საათი ქალაქში არსებულ 112-ის თანამედროვე და მოდერნიზებულ შენობაში გაატარეს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენელმა საინტერესო პრეზენტაციის ფონზე მოსწავლეებთან ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა განახორციელა.

მე-10 კლასის მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ. მოსწავლეები უნივერსიტეტში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლელა ხაჩიძის ლექციას ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ დაესწრნენ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი, დაათვალიერეს და მოისმინეს უძველეს ხელნაწერთა შესახებ ინფორმაცია.

გარდა ამისა, ყველაზე წიგნიერის გამოსავლენად, მე-5 და მე-6 კლასები ერთმანეთს ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ცოდნაში შეეჯიბრნენ. პაექრობა მე-6 კლასის გამარჯვებით დამთავრდა. ღონისძიების მთავარი მიზანი მოსწავლეების წიგნთან კიდევ უფრო დაახლოება იყო.

ასევე, სასკოლო დებატები ჩატარდა, სადაც ორი გუნდი, შერეული შემადგენლობით, ერთმანეთს დაუპირისპირდა. მთავრობისა და ოპოზიციის გუნდის სპიკერები დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების გამყარებას. ჟიურის შეფასებით, მცირედი სხვაობით, მთავრობის გუნდმა თავისი რეზოლუცია ბოლომდე გაიტანა, თუმცა ოპოზიციის გუნდი თავისი არგუმენტებით ტოლს არ უდებდა მეტოქეს.

ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეულმა წარმატებით, ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით ცნობილია - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება