სიახლეები
სიახლეები

„შედეგი არ იყო“ - პედაგოგები ამილახვართან შეხვედრას აფასებენ 
21-04-2023
-
+


განათლების მინისტრთან პედაგოგების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული მასწავლებლები ამბობენ, გიორგი ამილახვართან არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

როგორც ერთ ერთი პედაგოგი მერი პაპიძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, „განვიხილეთ პრობლემები, დღეს რასაკვირველია შედეგი არ იყო, თუმცა განიხილავენ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.

„კითხვები დავსვით რჩევები მივეცით, დიდი მოლოდინი გვაქვს რომ კარგად იქნება ყველაფერი და ბავშვების მოსწავლეების სასიკეთოდ გადაწყდება საკითხი“, - გვითხრა ლიზი ნიჟარაძემ (N62 საჯარო სკოლა), ხოლო ინგა ღუღუნიშვილმა (თბილისის N147 საჯარო სკოლა) კი დასძინა, რომ რაც უფრო მჭიდრო იქნება კავშირი მინისტრსა და პედაგოგებს შორის, მით უკეთესი.

„შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია, პასუხებს არც ველოდებოდით, გაჟღერდა ის პასუხები რომელიც პედაგოგებს აწუხებთ და მივიღეთ დაპირება, რომ განიხლავენ და იმედი გვაქვს გახსნილი ურთიერთობა იქნება მასწავლებლებსა და სამინისტროს შორის. მთავარი პრობლემა, რომელიც გვაქვს, არის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგებმა თვის ბოლომდე უნდა ატვირთონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ პორტფოლიო სტატუსს არ მიებას. ამაზე პასუხი არ მიგვიღია თუმცა გვითხრეს, რომ ამაზე იმსჯელებენ“, - გვითხრა ნინო ჭიჭლაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება