სიახლეები
სიახლეები

„განა, რა გახდა ეს პორტფოლიო?!“ „ღირსების საკითხია, მუდმივად განვითარებადი იყოს მასწავლებელი!“ - პედაგოგები მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე
21-04-2023
-
+


21 აპრილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი დაახლოებით 150 პედაგოგს შეხვდა და მათი მოთხოვნები, ასევე სკოლებში არსებული გამოწვევები მოისმინა.შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პედაგოგებმა etaloni.ge-ს საკუთრი განწყობაც გაუმხილეს და პოზიციაც ღიად დააფიქსირეს:

თეა დვალიძე, თბილისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი:

„პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვნია, ესაა მინისტრის მზაობა მოისმინოს პრობლემები, პედაგოგებისთვის აუცილებელია იგრძნონ მხარდაჭერა.

ვფიქრობ, ჩემმა კოლეგებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და ღიად დააყენეს არსებული პრობლემები, მე კი ნაწილობრივ ვეთანხმები ჩემი კოლეგების განწყობას სქემასთან სქემასთან დაკავშირებით, რამეთუ ყოველი ადამიანი მოტივირებული უნდა იყოს განვითარებაზე; ჩვენი პროფესიული ზრდა უნდა აისახებოდეს მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და შედეგზე, ამიტომ ჩვენი მთავარი სამიზნე არის მოსწავლე, სწავლის მაღალი სტანდარტი და ამისთვის არ უნდა დავიშუროთ დრო, ენერგია... ამას ვუწოდებ პროფესიულ კეთილსინდისიერებას და პროფესიული ღირსების საკითხია, მუდმივად განვითარებადი იყოს მასწავლებელი! როგორც კი მასწავლებელი შეწყვეტს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, ვფიქრობ, მან სკოლა უნდა დატოვოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - რატომ არ არის დღეს პედაგოგის პროფესია პოპულარული და მიმზიდველი? ვფიქრობ, ხელოვნური ბარიერიც ბევრია ახალგაზრდების სკოლაში მოსაზიდად და ეს აუცილებლად უნდა ითქვას! ამიტომ, სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა გახდეს, სკოლაში ახალგაზრდა კადრების შემოსვლა; ესაა სხვა ენერგია, სხვა მსოფლმხედველობა... სხვა მენტალობა მოაქვთ სკოლაში და ძალიან მინდა ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროფესიით და დარწმუნებული ვარ, მალე პედაგოგის პროფესია გახდება ძალიან მიმზიდველი, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც - კოლეგებს აუცილებლად მიაჩნიათ საბაზო ხელფასის გაზრდა.

ზოგადად კი, არ არის გადაულახავი თუნდაც გამოცდის ჩაბარება, პორტფოლიოს შექმნა... მიმაჩნია, რომ პროფესიონალისთვის გადაულახავი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, ღირსების საკითხია და როდესაც მასწავლებელი კარს მიიხურავს, საკლასო ოთახში იმდენად განსაკუთრებული სივრცე იქმნება, რომ ნამდვილი მასწავლებელი ვერ მოატყუებს ბავშვს! ყალბი პათეტიკა არ მიყვარს და ყოველთვის მითქვამს ჩემი მოსწავლეებისთვის - ვიღებთ ცოდნას არა იმისთვის, რომ უმაღლესის კარი შევაღოთ, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებად ვაქციოთ თითოეული ნასწავლი გაკვეთილი“.

„შედეგი არ იყო“ - პედაგოგები ამილახვართან შეხვედრას აფასებენ 

თამარ მარისაშვილი თბილისის 24-ე საჯარო სკოლის პედაგოგი:

„მინისტრი მოქმედ პედაგოგებს შეხვდა, რათა გაეგო ჩვენი აზრი, სად გვაქვს პრობლემა, თუმცა ერთი შეხვედრა არ ეყოფა საქმეს. საკითხი ძალიან სწორად დააყენა, როგორც მინისტრმა ისე, მისმა მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა, რომ მთელი ციკლი იქნება შეხვედრების და გაგრძელდება ეს პროცესი, იმისთვის რომ მოსწავლეები არ დაგვრჩნენ განათლების მიღმა და სწავლის ხარისხი ამაღლდეს.

ძალიან მახინჯი ფორმაა, როცა მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, მოსწავლემ მხოლოდ იმიტომ ისწავლოს, რომ უმაღლესში ჩააბაროს, ეს არის დამანგრეველი... შეხვედრა ბევრ საკითხს შეეხო და არა მხოლოდ პორტფოლიოს... მარტო იმას არა, რომ 10 დღეა დარჩენილი და რა გვეშველება. როგორც მასწავლებელს, შემრცხვა კიდეც ასეთი მიდგომების და რატომ? - ჩვენ მასწავლებლები ვართ და ხშირად უნდა შევუძახოთ ეს საკუთარ თავს. მასწავლებლები ვართ და სიტუაციიდან ლოგიკური გამოსავლის პოვნაარ ვიცით?! განა, რა გახდა ეს პორტფოლიო, შენი აქტივობა სტატუსის მიღებიდან დღემდე, ის უნდა ჩაწერო. ამას ყოველი საკონტროლოს შემდგომ ვაკეთებთ და რა გახდა ასეთი.. სირცხვილია. მთელი ეს სასწავლო საგანმანათლებლო პროცესი დაემსგავსა შეჯიბრს, არა, მე უფრო მაგარი ვარ, არა მე... დღესაც, შეხვედრაზე შემრცხვა, საზოგადოება დაგვავიწყდა, ბავშვი დაგვავიწყდა. მოსწავლეები მინისტრმა არ უნდა შეგვახსენოს, მასწავლებლები უნდა ვახსენებდეთ მინისტრს ბავშვს, მაგრამ მე არ ვიქნები კრიტიკული, პატივს ვცემ ჩემს პროფესიას უკეთესი მასწავლებლები მინდა და უპირველესად ღირსებით“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება
სკოლები

ქუთაისის N45 სკოლის მასწავლებლები დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ


კლუბის წარმატებული საქმიანობა დაფასდა და კლუბი კონკურსის ფინალისტია

მოსწავლეებმა ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა შეაჯამეს

სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთან გამომშვიდობებაც პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდისმომგვრელია
საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება