სიახლეები
სკოლები

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2023
-
+


ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

სკოლაში I კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ. მათ ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატალია დიმიტრაძე.

გაკვეთილის თემა გახლდათ - დედამიწა.

მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი - „გამარჯობა დედამიწა!“, რომლის შესახებაც შემდგომ იმსჯელეს.

მათ ასევე ერთმანეთისგან ხმელეთისა და წყლის გარჩევა ისწავლეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა ბოთლის სახურავებით მონიშნეს ისინი.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ასევე I კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ აქტივობები განახორციელეს. მათი ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ინდირა აბაშიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

ისინი გაერთიანდნენ ლოზუგნის - „ვიზრუნოთ, მოვეფეროთ, გადავარჩინოთ, გავუფრთხილდეთ, გვიყვარდეს“, გარშემო და ცოდნა აიმაღლეს.

დედამიწის დღე ასევე სკოლის III კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს.

მათ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დამრიგებელთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაალამაზეს.

„სკოლაში მათ მოიტანეს და საკუთარი ხელით დარგეს კაკლის ხე და სხვადასხვა სახის ყვავილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათი ლოზუნგი იყო - „დარგე ნერგი, გააღიმე დედამიწა“ ,  „ვიზრუნოთ გარემოზე“.

სკოლის III კლასის მოსწავლეებმა კი ბუნების გაკვეთილზე, მასწავლებელ სალომე  სურმანიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

„კლასში განხორციელებული აქტივობები ემსახურებოდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეოები:










კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება