სიახლეები
სკოლები

„ვისწავლოთ ნარჩენების მართვა, გადავარჩინოთ დედამიწა“ - წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, eTwinning-ის ფარგლებში, საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ლელა ჯაბანაშვილი გახლავთ.

სკოლაში მესამეკლასელებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი - „ვისწავლოთ ნარჩენების მართვა, გადავარჩინოთ დედამიწა“ შექმნეს.

მათ ასევე ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. პედაგოგმა კი მათ ნარჩენების მართვაზე მინი ლექცია ჩაუტარა.

„ჩვენ ავიმაღლეთ მოქალაქეობრივი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, გავიაზრეთ, თუ რამხელა როლი აქვს თითოეულ ჩვენგანს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაში და როგორ შევამციროთ ნარჩენების მავნე ზემოქმედება გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მესამეკლასელებმა ასევე გადაამუშავეს მაკულატურა და შექმნეს მეორადი ქაღალდი. აღნიშნული აქტივობებით მათ საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინეს.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თემის წარმომადგენლებთან საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს და ცნობიერება აიმაღლეს.

ისინი აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით სამუშაოებში და სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს.

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„დედამიწა ჩვენი სახლია! გავუფრთხილდეთ მას!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი გახლავთ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. საქართველოში აღნიშნული დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

ვიდეო იხილეთ  ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება