TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

10 კითხვა, რომლებიც რეფლექსიის დაწერაში დაგეხმარებათ
30-04-2023
-
+


პრაქტიკული საქმიანობის რეფლექსია მასწავლებელს ეხმარება, გააანალიზოს თავის პროფესიული საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები. რეფლექსიაზე მუშაობისას პედაგოგმა შესაძლოა ისეთი რამ აღმოაჩინოს, რისთვისაც იქამდე ყურადღება არ მიუქცევია. რეფლექსიის ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, გაკვეთილი ან თუნდაც ახალი სასწავლო წელი უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.

გთავაზობთ შეკითხვებს, რომელთა საშუალებითაც უკეთესად გააცნობიერებთ თქვენი პრაქტიკული საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამ კითხვებზე პასუხი რეფლექსიის დაწერაში დაგეხმარებათ.

  1. რა არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა/წარმატება?
  2. როგორ მივაღწიე ამ წარმატებას?
  3. რა გამოცდილება მივიღე, რა სირთულეები გადავლახე, სანამ ამ შედეგამდე მივიდოდი?
  4. რა არ შემეძლო ადრე და რა შემიძლია ახლა?
  5. რა იყო ყველაზე მეტად საინტერესო ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში?
  6. რა ვისწავლე ახალი?
  7. რაში ვიყენებ ტრენინგებზე ან სახელმძღვანელოებიდან მიღებულ ცოდნას?
  8. რა გამომდის ყველაზე კარგად მოსწავლეებთან მუშაობისას?
  9. რა მიმართულებით ვისურვებდი ცოდნის გაღრმავებას?
  10. მიმდინარე გაკვეთილს/სასწავლო წელს თავიდან რომ ვგეგმავდე, რას შევცვლიდი?

კითხვებზე პასუხისას გააანალიზებთ, რა ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდით ადრე და როგორ მუშაობთ ახლა, გაზომავთ საკუთარ წინსვლას, გააცნობიერებთ, რა მიმართულებით გჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა. ყოველივე ამის შემდეგ კი თვითგანვითარების მიზნით ეფექტიან ნაბიჯებს დაგეგმავთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება