სიახლეები
სკოლები

მანდაეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
25-04-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

სკოლაში ფიზიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად, აღნიშნული გლობალური დღის აღსანიშნავად, თავიანთი ნაშრომები წარადგინეს.

ფიზიკის მასწავლებელმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღის, რადიაციის, ნარჩენებისა და გლობალური დათბობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„ინგლისური ენის მასწავლებელმა და მისმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დედამიწის დღესთან დაკავშირებით მაღალ დონეზე შესრულებული პოსტერები, გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ნარჩენების სხვადასხვა გზით გამოყენების შესახებ წარუდგინეს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე უპასუხეს კითხვებს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოავლინეს ინგლისური ენის და დედამიწის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის მაღალი დონე.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა უსარგებლო ნივთებისგან შექმნილი მასალის გამოყენებით, შემოსეს პირველი კლასის მოსწავლეები და მოაწყვეს პოდიუმი.

„დღევანდელი დღე ნაყოფიერად დასრულდა ჩვენს სკოლაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება