სიახლეები
სკოლები

„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - შემეცნებითი პროექტი საჯავახოს საჯარო სკოლაში
25-04-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლა უძველესი, ტრადიციების მქონე სკოლაა. 

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი სათანადო ყურადღებას აქცევენ გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის, უნარებისა და ჩვევების ისე განვითარებას,  რომ მოსწავლეებმა შეძლონ მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, ამ  მიზნით სკოლაში  ინტენსიურად ტარდება სხვადასხვა აქტივობები. 

მათ შორის, აღსანიშნავია მარტისა და აპრილის თვეებში ქიმიის მასწავლებელ ნინო ტაბიძის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, განხორციელებული პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

პროექტის აქტუალობა არის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის განმარტება იმისა, თუ რაში მდგომარეობს  ჯანსაღი ცხოვრების წესი და რატომ არის მისი დაცვა აუცილებელი.

მოსწავლეებმა, გამოკითხვა თამბაქოს, ალკოპოლისა და ნარკოტიკის მავნებლობაზე მოაწყვეს, ამავე თემატიკით პლკაკატები შექმნეს. ასევე, კედლის გაზეთი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე დაამზადეს და სასწავლო სივრცეში გამოფინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა გაითავისეს ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.

მოსწავლეები კიდევ უფრო ჩაწვდნენ მეცნიერების საფუძვლებს და კვლევის უნარ-ჩვევები განუვითარდათ, აღსანიშნავია, რომ ბავშვები პროექტის მომზადებისას კომპიუტერულ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებდნენ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტს ერთჯერადი ხასიათი არ აქვს, აღნიშნულ თემაზე მასწავლებელ ნინო ტაბიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გასულ 2021-2022 სასწავლო წელს დაამზადეს და გამოფინეს კედლის გაზეთი და ჩაატარეს ღონისძიება,  ხოლო  მიმდინარე სასწავლო წლის 31 იანვარს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - თამარ ახალაძის, მარიკა იშხანოვას, ლელა  ზაქრაძის, ქიმიის მასწავლებლის - ნინო ტაბიძის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - თამაზ მიქაშავიძის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის - როლანდ თარგამაძის, დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებლის - ნაირა გიგოლაშვილის, ბიოლოგიის და ფიზიკის მასწავლებლის - ირმა სტურუას  ხელმძღვანელობით ამავე თემაზე მოეწყო შეხვედრა სპორტსმენებთან, ექიმთან, პოლიციის წარმომადგენელთან, დამზადდა კედლის გაზეთები და ბანერი სახელწოდებით - „შენი სიცოცხლე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სიგარეტი“, ასევე ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა მინი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში, მოეწყო გარბენი საშუალო მანძილზე.

მსგავსი აქტივობები სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლაში ხშირად ტარდება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება