სიახლეები
სიახლეები

კონსტრუქტივისტული პრინციპების გააქტიურება; 5 საგანმანათლებლო პრინციპი და წესები მასწავლებლებისთვის
27-04-2023
-
+


როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში კონსტრუქტივისტული პრინციპების გააქტიურება? - ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ხუთ საგანმანათლებლო პრინციპს, რომელსაც სასწავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს. ეს პრინციპებია: აქტიური სწავლა, წინარე ცოდნაზე დაფუძნებით ახალი ცოდნის კონსტრუირება, ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება, ცოდნის სამ კატეგრიაში გააზრება, სწავლის სწავლა.

ეს პრინციპები სასწავლო პროცესში ბუნებრივადაა დაცული, თუკი მასწავლებელი სწორად აყალიბებს კომპლექსური დავალების პირობას და მისი განხორციელების იცავს შემდეგ წესებს:

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა რამდენიმე (მაგ.; 5-6) გაკვეთილს მოიცავს;

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს ყველა მოსწავლე. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება კონკრეტული მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე (მაგ. შეიძლება შეიცვალოს დავალების წარმოდგენის ფორმა, შეიძლება შეიცვალოს კრიტერიუმების რაოდენობა, გამარტივდეს სასწავლო რესურსი და სხვა);

ყველა მოსწავლემ პირველივე გაკვეთილზე უნდა იცოდეს, რა კომპლექსური დავალების შესრულებას ეძღვნება მომდევნო გაკვეთილები;

ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ თითოეულ მათგანს მოსთხოვს მასწავლებელი შესრულებული კომპლექსური დავალების წარდგენას;

კომპლექსური დავალების პირველი ეტაპი ეძღვნება კომპლექსური დავალების ფორმას: აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიგონ, რა ფორმით მოეთხოვებათ შესასწავლ საკითხთან მიმართებით საკუთარი ცოდნის წარმოჩენა;

შეკითხვის ფორმით ჩამოყალიბებული კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები ეტაპების როლს თამაშობს სწავლების პროცესში;

სასწავლო პროცესში ყველა აქტივობა უკავშირდება კომპლექსური დავალების შესრულებას. ეს არის „ტრადიციული სასწავლო პროცესის” ჩანაცვლება და არა ახალი ელემენტის დამატება არსებულ სასწავლო პროცესზე. ამდენად, ყველა აქტივობა, სავარჯიშო, საშინაო თუ საკლასო დავალება ემსახურება კომპლექსური დავალების შესრულებას;

კომპლექსური დავალება საკლასო აქტივობებია და არა მოსწავლისთვის დამოუკიდებელი სამუშაოს სახით მიცემული დავალება/საშინაო დავალება. დაუშვებელია, მოსწავლემ მასწავლებლის დახმარების/ფასილიტაციის გარეშე იმუშაოს კომპლექსურ დავალებაზე;

არ არის საკმარისი, მოსწავლემ უბრალოდ შეასრულოს კომპლექსური დავალება. დავალებაზე მუშაობისას და/ან საბოლოო წარდგენისას მან უნდა აღწეროს, რა პროდუქტი შექმნა, როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი, ახსნას რატომ შეასრულა დავალება ამ და არა სხვა სახით, შეაფასოს საკუთარი ნამუშევარი, დაუკავშიროს ის მის ან თანაკლასელების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ დავალებებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება