მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გამოცდაზე გამსვლელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტების სწორად წერის უნარ-ჩვევები. როგორ უნდა დაიხვეწოს ნამუშევარი? რა გზა უნდა გაიაროს შავმა ჩანაწერმა საბოლოო ვარიანტამდე? - ამ კითხვებზე პასუხი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვისა და სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
ქვემოთ მოცემული რჩევები აკადემიური წერის სახელმძღვანელოდანაა. ისინი დაგეხმარებათ, თქვენი ნაწერი იყოს სრულყოფილი.
ნაწერის საბოლოო ვარიანტის შექმნამდე აუცილებელია, რამდენჯერმე წავიკითხოთ ტექსტი.
პირველი წაკითხვისას კრიტიკულად გადახედეთ ტექსტს. დარწმუნდით, რომ მსჯელობა ლოგიკური და თანმიმდევრულია, შეესაბამება დასახულ მიზნებს მოყვანილი მაგალითები. ის უნდა უკავშირდებოდეს მთავარ სათქმელს და არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი.
პირველი წაკითხვისას ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ტექსტის შინაარსობრივ მხარესა და ორგანიზებაზე. ამისთვის შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი:
შესწორებული ვარიანტის შექმნის შემდეგ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტი, შემდეგ ეტაპზე კი ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ, ორთოგრაფიულ, სინტაქსურ და სტილისტიკურ შეცდომებს. გულდასმითა და ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული სიტყვა და წინადადება.
განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება მორფოლოგიურ, ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებზე.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ხშირად არ გაიმეოროთ ერთი და იგივე სიტყვა, ასეთი ტიპის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეცვალეთ ის სინონიმით.
კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, სწორად გაქვთ თუ არა გამოყენებული შემოკლებისა და ციტირების წესები.
ბოლოს შეამოწმეთ, რამდენად სწორად გაქვთ გამოყენებული პუნქტუაციის ნიშნები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
მოსწავლეებმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში