სიახლეები
სკოლები

თბილისის N103 სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანი“ ერევანში გამართულ ქართულ-სომხურ საბავშვო ფესტივალში მონაწილეობდა
26-04-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანი“ ერევანში ქართულ-სომხურ საბავშვო ფესტივალზე - „ჰანგები“ იმყოფებოდა.

ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ანგელინა ნაზარიანი გახლავთ.

საქართველოდან N Studia-მ ფესტივალზე შემოქმედებითი კოლექტივი თბილისიდან  ჩაიყვანა.

ერევანში, ფესტივალის მე-2 ეტაპზე ანსამბლი N Studia-ს პარტნიორობით სომეხ კოლეგებთან, AZDARAR ART PROUDACTION-ის მოწვევით იყვნენ.

ფესტივალის კონცერტი გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ერევნის ეროვნულ აკადემიურ თეატრში ორ განყოფილებად ჩატარდა.

ფესტივალმა არამარტო ფოლკლორული, არამედ თანამედროვე ესტრადისა და ქორეოგრაფიის მუსიკალური ნომრები მოიცვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფესტივალის მონაწილე ბავშვებს და მათი კოლექტივის ხელმძღვანელებს დიპლომები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

N Studia-მ სომეხ პარტნიორებს - AZDARAR ART PROUDACTION-ს სპეციალური დიპლომი ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, გადასცა.

„ქართველმა და სომეხმა ბავშვებმა სომხეთის დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებმა ერევნისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მათ შორის, გარნის რომაული ეპოქის წარმართული საკულტო ნაგებობა და გეღარდის V საუკუნის ტაძარი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება