მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ერთი მოსწავლის კვებისთვის დღეში გამოიყოფა 25 ლარი:
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს“, - ნათქვამია დოკუმენტში, ხოლო რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, ის დირექტორმა უნდა წარადგინოს ღონისძიების დასრულებიდან მაქსიმუმ 5 დღეში:
„ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც განსაზღვრავს მიმავლინებელი დაწესებულების დირექტორი, ვალდებულია ამავე დაწესებულების ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, არაუგვიანეს ღონისძიების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი