სიახლეები
სკოლები

„განათლების მიღმა ცოდნის გაცნობიერება“- სამტრედიის N6 სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებლის - ნინო ჭვალაძის საინტერესო სტატია
26-04-2023
-
+


მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში პროფესიონალი მასწავლებლები ეფექტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ქმნიან. 

ერთ-ერთი ასეთი ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ნინო ჭვალაძეა, ის სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებს. მოსწავლეები კი მისი ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ნინო ჭვალაძემ სტატია - „განათლების მიღმა ცოდნის გაცნობიერება“, სკოლაში არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ მოამზადა.

ის ნაშრომის საშუალებით ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს. 

„სასწავლო სისტემის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა ცოდნის შეძენას, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი და მყარი ნაწილი გახდა. მისი ადრეული ჩანასახები  ჯერ კიდევ სკოლამდელ დაწესებულებებში გვხვდება, თუმცა ცოდნისა და გაცნობიერების  მყარ ურთიერთკავშირს  მაინც სასკოლო საზოგადოება მიიჩნევს უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში.  ამ დროს მიღებული ცოდნა და უნარები ხელს უწყობს მომავალ მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები საჭირო დროსა და საჭირო სივრცეში გამოავლინოს და დაატრანსფეროს. უმთავრეს შემთხვევაში სწორედ არაფორმალური განათლების ფორმატში შეძენილი ცოდნა  ეხმარება მოსწავლეებს კარიერულ წინსვლაში, საკუთარი თავის რეალიზებაში,  სხვადასხვა უნარების დაუფლებით დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში.

თანამედროვე გამოწვევების ფონზე,  ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის,უნარ- ჩვევების და კომპეტენციების გაუმჯობესებას, მოითხოვს როგორც ფორმალური,  ასევე  არაფორმალური განათლების გზით მიღებული ცოდნის გაძლიერებას. 

როდესაც არაფორმალურ განათლებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ დავფიქრდეთ ისეთ პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა წიგნიერების არც თუ ისე სახარბიელო დონე, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.

სწორედ ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა  სკოლაში დამეწყო საჭიროების კვლევა წიგნიერების უნარის ასამაღლებლად. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სკოლაში არ არიან აქტიური მკითხველები. ამას შედეგად მოჰყვა არაფორმალური სივრცის გაძლიერება, რაც მოსწავლეთა ინტერესებს მოვარგე. სწორედ მათთან შეთანხმებით ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი ,,ოდისეა“, რომლის მიზანი წიგნიერების  დონის ამაღლება, სკოლის გარეთ საკითხავი ლიტერატურით დაინტერესება, მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება და სოციალური კომუნიკაციის უნარების გაომჯობესება  გახლდათ. კლუბურ მუშაობას მოსწავლეებში უნდა გაეზარდა საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და დაცვის, ლოგიკური მსჯელობის, გააზრების და  ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების განვითარების უნარი.

დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდა  სხვადასხვა აქტივობები. კითხვის უნარ-ჩვევის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იკითხონ მათთვის საინტერესო ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურა.  უნდა მიეცეთ წასაკითხი მასალის არჩევის საშუალება.  მე, როგორც პედაგოგმა, სრულად გავიაზრე და გავითვალისწინე ყოველივე ზემოთ თქმული, რამაც საგრძნობლად გაზარდა  კითხვისადმი მოტივაცია. კლუბის  წევრებმა წაიკითხეს მრავალი წიგნი, ერთმანეთს გაუზიარეს აზრები, შთაბეჭდილებები, მიიღეს მონაწილეობა დებატებსა და დისკუსიებში.

მოსწავლეებზე მუშაობის პროცესში დაკვირვებამ დამანახა, რომ მკითხველთა კლუბის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტერესების ზრდას წიგნის კითხვისადმი. მათ ისწავლეს კითხვის სტრატეგიები, რომელიც ხელს უწყობს წაკითხულის გაგებას. მიიღეს მონაწილეობა ესსების კონკურებში, განახორციელეს სოციალური პროექები, გაიზარდა სასწავლო პროცესში აქტიურობა და მოტივაცია. კლუბის წევრებს დაუგროვდათ გარკვეული ცოდნა და ცდილობენ ამ ცოდნის დემონსტრირებას.    

პედაგოგთა და აღმზრდელთა უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ფორმალური და არაფორმალური სწავლება თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროს მთავარი პირობაა.  ორივეს აერთიანებს სასწავლო ამოცანები. არაფორმალური სწავლების სარგებელი მოსწავლეებში გამოიხატება იმით, რომ ისინი ხდებიან საინტერესონი არა მარტო სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც.

კლუბში მუშაობა და ჩემი მოსწავლეები მაფიქრებინებენ, რომ არაფორმალური განათლების  როლი უფრო უნდა გაიზრდოს  თანამედროვე სკოლებში“,- წერს ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ნინო ჭვალაძე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება