სიახლეები
სკოლები

ვერნების საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
26-04-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის მე-6 კლასში პედაგოგმა - მანანა აბულაძემ აღნიშნულ დღეს ბუნების გაკვეთილი მიუძღვნა, რომლის თემა იყო - „დედამიწა  ჩვენი სახლია“.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები შექმნეს, გააფერადეს.

გაკვეთილი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად, დედამიწის პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ ეკოსისტემის გარშემო, ბიომრავალფეროვნებაზე, კლიმატის პრობლემებიც  შევიტყვეთ, ასევე გვქონდა შემეცნებითი საუბრები და გამოვთქვით ჩვენი სურვილი დედამიწის დასახმარებლად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე სასწავლო რესურსი - პოსტერები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბუნების გაკვეთილი საინტერესო და შინაარსიანი იყო.

„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა ბუნების გაკვეთილი, იმედი მაქვს ჩემი მოსწავლეები თავიანთი პაწაწინა ხელებით დაეხმარებიან დედამიწას, სისუფთავეს, ყვავილების დარგვას. ხეების დარგვა - აი, რას დამპირდნენ ისინი და მათთან ერთად მეც მივიღებ  მონაწილეობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება