სიახლეები
სკოლები

„ემპათიის გრძნობის ფორმირება და განვითარება ბავშვთა ადრეულ ასაკში“ - ქუთაისის N17 სკოლის პედაგოგების საინტერესო სტატია
26-04-2023
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პროფესიონალი მასწავლებლები ეფექტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ქმნიან. 

მათ შორის არიან პედაგოგები - ელეონორა ბრეგვაძე და სალომე ჭიჭინაძე. ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებენ. მოსწავლეები კი მათი ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, ელეონორა ბრეგვაძემ და სალომე ჭიჭინაძემ სტატია - „ემპათიის გრძნობის ფორმირება და განვითარება ბავშვთა ადრეულ ასაკში“ მოამზადეს.

ისინი ნაშრომის საშუალებით ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს უზიარებენ. 

ჩვენ სტატიას უცვლელად გთავაზობთ. 

ემპათიის გრძნობის ფორმირება და განვითარება ბავშვთა ადრეულ ასაკში

ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გაიაზრო სხვისი ემოციები ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ – გქონდეს უნარი სხვისი ფეხსაცმლით გაიარო რამდენიმე მილი. ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს.

თანაგრძნობა არის ადამიანად ყოფნა. ეს არის ეთიკური ქცევის, მრავალი თვალსაზრისით კარგი ურთიერთობების, კარგი სიყვარულისა და პროფესიული წარმატების საფუძველი. და ეს არის ბულინგისა და ძალადობის მრავალი სხვა ფორმის პრევენციის გასაღები. ემპათია იწყება სიტუაციის სხვა პერსპექტივიდან შეხედვის უნარით, საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენებით.

ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე  ემპათიის  განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალში მისი სრულფასოვან  პიროვნებად ჩამოყალიბებაში ამაში კი უდიდესი  წვლილი მშობლებსა და პედაგოგებს მიუძღვით.

უკანასკნელ ხანს უფროსები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს, წუხილს და გულისტკივილს ბავშვების ემპათიურობის თაობაზე. აღმზრდელთა აზრით, თანამედროვე ბავშვები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში იზრდებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ, არ შეუძლიათ თანაგრძნობა, თანაგანცდა. ამ შეხედულების მომხრენი ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ბავშვები ინტელექტუალური განვითარებით 20-30 წლის წინანდელ ბავშვებზე გაცილებით წინ არიან, მაგრამ ემოციური განვითარებით ძალიან ჩამორჩებიან მათ.

ემპათია  თანდაყოლილი გრძნობაა , მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება, რათა მოხდეს მისი გამოვლენა. მისი განვითარების საუკეთესო პერიოდი კი ბავშვობაა. თუ დროულად არ ვიზრუნეთ ემპათიურობის განვითარებაზე, ჩვენს თვალწინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ემოციურად ბრმა და ემოციურად ყრუ ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს და ისმენს, მაგრამ არ ესმის.

პირველი ნაბიჯია პირადი მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია  თავად მშობელმა და მასწავლებელმა  გაუწიოს ბავშვს და  აჩვენოს თანაგრძნობა სხვების მიმართ, მათ შორის ჩვენგან ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ. ვიფიქროთ საზოგადოებრივ სამსახურში რეგულარულად მონაწილეობაზე ან საზოგადოებაში წვლილის შეტანის სხვა გზების მოდელირებაზე. უფრო მეტიც ,  გავაკეთოთ ეს ბავშვებთან ერთად  . გამოვხატოთ ინტერესი სხვადასხვა წარმოშობის ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან. ვაქციოთ სხვებზე ზრუნვა პრიორიტეტად და  დავაწესოთ მაღალი ეთიკური მოლოდინები.

ბავშვები იბადებიან თანაგრძნობის უნარით, მაგრამ სწორად წარმართული აღზრდა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაჰყვეთ. ემპათიის სწავლა გარკვეულ ასპექტებში წააგავს ენის ან სპორტის შესწავლას. ეს მოითხოვს პრაქტიკას და სწორად დაგეგმილ ხელმძღვანელობას. სხვა ადამიანების პერსპექტივებისა და გარემოებების რეგულარულად გათვალისწინება ეხმარება თანაგრძნობას ბუნებრივ რეფლექსად იქცეს.გვახსოვდეს, რომ ბავშვი სარკესავით აირეკლავს მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისა და პედაგოგების ქცევას, ამიტომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ განვითარებაზე და ჩვენთან ურთიერთობაში მყოფი პატარაც გაიზრდება ჩვენს კვალდაკვალ.

ბავშვებში ემპათიის გრძნობის გაღვივებას დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რათა თავიდან ავიცილოთ გულგრილი და ინერტული საზოგადოება. ამისათვის ხშირად უნდა დაიგეგმოს გაკვეთილები, რომელთა მიზანიც იქნება სწორედ ემპათიის გაღვივება. გაიმართოს ფილმების ჩვენება, დისკუსიები და როლური თამაშები. მოვიწვიოთ მშობლები და ისინიც აქტიურად ჩავრთოთ  ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში.

სწორედ ემპათიის გრძნობის განვითარებას ემსახურებოდა ჩვენს მიერ სამ პარალელურ  მე-6 კლასში განხორციელებული პროექტი.

მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ქედმაღლურად უყურებდნენ და არასრულფასოვნად მიიჩნევდნენ ერთმანეთს განსხვავებული ენის, რელიგიის, ტრადიციების, ჩაცმულობის, კანის ფერისა და სხვა მახასიათებელთა გამო. კულტურული ურთიერთქმედების შედეგები უმნიშვნელოვანესია საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისთვის; კერძოდ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ სოციუმის წევრებისთვის რა საერთო ინტერესები/პრობლემები და საზრუნავი გვაერთიანებს; ასევე, დემოკრატიული პროცესების მდგრადობაზე, კერძოდ, დემოკრატიული საზოგადოებისთვის თანასწორობა რომ ყოფილიყო.

ყველა ბავშვს  აქვს განათლების უფლება, ასევე უფლება იმისა რომ ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხო გარემო და პირობები. ჩვენს  მოსწავლეებს რომ ნათლად დაენახათ თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, მათგან განსხვავებულ როგორ გარემოში უწევთ არსებობა და  სწავლა მათ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამ შემთხვევაში კი კერძოდ ბანგლადეშში , მათში    ტოლერანტობისა და ემპათიის განვითარების მიზნით, გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ბანგლადეშელ თანატოლებს. მცირედი წვლილი შეგვეტანა მათი სამყაროს და სოციუმის გაუმჯობესებაში.

იდეისთვის ფრთები რომ შეგვესხა, მე და ჩემმა კოლეგამ, სალომე ჭიჭინაძემ საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანით  Glory Future Foundation-ის გვერდი, მისი დამფუნებელი ახალგაზრდა ბანგლადეშელი  ყმაწვილი, საიდ ხანი. რომელიც ცდილობს თავის მოსწავლეებთან ერთად, უცხოელი მასწავლებლების ჩართულობით გააძლიეროს საქველმოქმედო ორგანიზაცია. ორგანიზაციის დევიზია, “Let’s make the world a better place” ( მოდით, ერთად გავხადოთ სამყარო უკეთესი).  წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, დავგეგმეთ საქველმოქმედო აქტივობა, შეგვეგროვებინა წიგნები და საკანცელარიო ნივთები და გაგვეგზავნა  ბანგლადეშელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა გარკვეული პირობების გამო ნამდვილად საჭიროებენ მსგავს მხარდაჭერას.

ჩვენ ერთად დავისახეთ მთელი რიგი აქტივობები. უპირველესად , მოსწავლეებს გავაცანით ბავშვთა უფლებების კონვენცია განათლების შესახებ, ვაჩვენეთ ვიდეო რგოლი და გავაცანით ბანგლადეშის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, იქაური ბავშვების ყოფა ოჯახსა და სასწავლო გარემოში . ჩვენს ქვეყნებს შორის დროის სხვაობა დიდი არ არის, მესენჯერის გამოყენებით განვახორციელეთ ვიდეო ზარი . მოსწავლეები გულთბილად მიესალმნენ ერთმანეთს და თავიანთი საგაკვეთილო სივრცეებიდან გაგუგზავნეს ერთმანეთს დადებითი ემოციები.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , მოსწავლეებმა ჩვენი დავალებით სახლიდან მოიტანეს წიგნები ინგლისურ ენაზე ( მხატვრული ლიტერატურა, ინგლისური ენის შემსწავლელი დამხმარე და გრამატიკული სახელმძღვანელოები) ასევე საკანცელარიო და სასკოლო ნივთები . ( აღსანიშნავია რომ საკანცელარიო ნივთების მოტანა თავად ბავშვების ინიციატივა იყო ) .  დასკვნით ეტაპზე ყველამ ერთად , თავი მოვუყარეთ შეგროვილ წიგნებსა და  ნივთებს და ადგილობრივი ფოსტიდან გავაგზავნეთ ბანგლადეშში.

საიდ ხანმა სასაჩუქრე ყუთის მიღების შემდეგ  თავის არაკომერციულ საერთაშორისო  ოფიციალურ, ფეისბუქ გვერდზე (Glory Future Foundation) განათავსა სამადლობელი პოსტი, ქუთაისისი მე-17 საჯარო სკოლის, ინგლისური ენის პედაგოგების ელეონორა ბრეგვაძისა და სალომე ჭიჭინაძის, ასევე მათი მე-6 კლასელი მოსწავლეების მიმართ. პერსონალურად მოგვიძღვნეს სამადლობელი პოსტერები დახატეს საქართველოს  დროშები. სკოლაში გამოყვეს თარო, რომელზეც განათავსეს ჩვენს მიერ გაგზავნილი წიგნები, თაროს კი დააწერეს ჩვენი სახელი. აღნიშნული ფაქტი  გახდა მაგალითი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებისთვის. პირად შეტყობინებებში თუ პისტის კომენტარებში ბევრი მასწავლებელი მოგვმართავს დახმარების სურვილით, ჩვენც ვაწვდით ინფორმაციას და გვიხარია რომ ძალიან კარგ და საჭირო ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი და მივეცით მაგალითი სხვებს. ჩვენ ნამდვილად  მიგვიძღვის  წვლილი რომ  პატარა ბანგლადეშელი ბავშვების სამყარო მცირედით,  თუმცა მაინც გავხადეთ უკეთესი.

გამოყენებული ლიტერატურა: mastsavlebeli.ge - თამარ მგალობლიშვილი - „როგორ გავუღვივოთ ემპათიის გრძნობა მოსწავლეებს დაწყებით კლასებში“;  ქეთევან ოსიაშვილი - „ემპათია ბავშვებში“.

ავტორი: ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ელეონორა ბრეგვაძე და სალომე ჭიჭინაძე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება