სიახლეები
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
26-04-2023
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ​სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლის - მაია გიორგაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

ბიბლიოთეკარმა - ინგა აბაშიძემ მათ, ვაჟა ფშაველას მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი“  წაუკითხა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნი გაიტანეს.

„ასევე მესამეკლასელებმა canva-ს პროგრამაში შორენა მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს ბუკლეტები და გადასცეს მეორე კლასელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეთათვის დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

„მადლობა თანამშრომლობისთვის ისტ-ის მასწავლებელს - შორენა გვენეტაძეს და სკოლის ბიბლიოთეკარ ინგა აბაშიძეს“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება