სიახლეები
სიახლეები

პორტფოლიოს წარდგენა 1-ელ ივნისამდე გადაიდო და გამარტივდა - გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღო
26-04-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.

გიორგი ამილახვარი: „მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:

პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა;

პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა;

პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა;

პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი;

მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები.

ყველა საკითხი დამუშავდა ზოგადი განათლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:

ვადები:

ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 1-ელ ივნისამდე. ეს პერიოდი იქნება ხელშემწყობი ფაქტორი მასწავლებლებისთვის დროულად და ხარისხიანად წარმოადგინონ პორტფოლიო.

პორტფოლიოს გამარტივება:

პორტფოლიოს ატვირთვისა და წარდგენის პროცესში, მასწავლებლები ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, პროცესების დაოქმებას, რეფლექსიების წერას და სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოებას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოხდა მოთხოვნების გადახედვა და მაქსიმალურად ოპტიმალურ ვერსიაზე შეთანხმება.

კერძოდ:

მოიხსნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის წერილობითი რეფლექსიის ვალდებულება. მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას. ბუნებრივია, ზეპირი გასაუბრების დროს ექნება მასწავლებელს საშუალება, განიხილოს შეფასების ჯგუფთან თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამა თუ იმ აქტივობის განხორციელება, რა კავშირი ჰქონდა ამ აქტივობას სასწავლო პროცესთან და მიიღოს შესაბამისი უკუკავშირი.

მოიხსნა თითოეული მიმართულების მიხედვით ყველა კომპეტენციის დადასტურების წარმოდგენის ვალდებულება. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, პორტფოლიოში ატვირთოს მიმართულებების მხოლოდ ერთი კომპეტენციის შესაბამისი მტკიცებულება და გასაუბრების პროცესში შეფასების ჯგუფთან განიხილოს ამ მტკიცებულების ავთენტურობა, მისი კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან.

შეფასების ჯგუფი:

მნიშვნელოვანი საკითხია პორტფოლიოს შეფასების ადმინისტრირება. რამდენიმე ექსპერტისგან შემდგარი შეფასების ჯგუფი წინასწარ შეისწავლის მასწავლებლის მიერ ატვირთულ პროექტებს, აქტივობებს, ჩაატარებს სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების გამოკითხვას და გაესაუბრება აპლიკანტ მასწავლებელს. პორტფოლიოს შემფასებელი ჯგუფი იქნება ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხი და საზოგადოების მაღალი სანდოობა.

მხარდამჭერი ღონისძიებები:

სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში. გარდა ცენტრალიზებული ტრენინგების, ვებინარების, მასწავლებელს ექნება საშუალება, რომ სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში როგორც ოფიციალური მეილის, ასევე, Facbook-ის გვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის არ დგას იმის საჭიროება, რომ დახმარებისთვის ან დამატებითი სერვისის მისაღებად მიმართონ რომელიმე სხვა ორგანიზაციას ან გარე პირს, ვინაიდან სრული მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან.

აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ.

აღნიშნული მოდელით, სისტემა პირველად გადის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მთლიან ციკლს დავაკვირდეთ შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. აქვე, როგორც დაგპირდით, ამ მიმდინარე პროცესის პარალელურად, უწყვეტ შეხვედრებს და კომუნიკაციას გავაგრძელებ მასწავლებლებთან და დარგის ყველა წარმომადგენელთან. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მასწავლებელთა უკუკავშირსა და პროცესზე დაკვირვებით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში გაითვალისწინებს მასწავლებელთა ინტერესებს, დაამკვიდრებს მასწავლებელთა კორპუსში სამართლიანობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა გამონაკლისების გარეშე. “


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება