მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამების თანამშრომლობით მშობლებისთვის, ბაღისა და სკოლის სპეციალისტებისათვის გაიმართება ვებინარი თემაზე “კეთებით სწავლების როლი ბავშვის განვითარებაში”.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მნიშვნელოვანი უნარები სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაში, რომელზეც უნდა იზრუნონ მშობლებმა და აღმზრდელებმა; რა არის კეთებით სწავლება და რატომ არის ამ მიდგომის გამოყენება მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის? როგორ შეუძლია მშობელს/აღმზრდელს ბუნებრივ გარემოში ბავშვის უნარების განვითარების ხელშეწყობა
ვებინარი გაიმართება 28 აპრილს, 19:00 საათზე, დასწრება თავისუფალია. ვებინარის მოწვეული სტუმარი - მერი ჭელიძე, ნეიროფსიქოლოგი; ფასილიტატორი - ნინო ნიკოლეიშვილი, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი
ვებინარი გაიმართება დისტანციური პლატფორმის, TEAMS ის საშუალებით, რეგისტრაციისთვის და დასასწრებად გამოიყენეთ ბმული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი