სიახლეები
სკოლები

„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ველევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
27-04-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

სკოლაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მე და საზოგადოების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების მასწავლებლებმა: თეონა და ირმა მაცაბერიძეებმა, ლალი ბიბილაშვილმა და ლენა გოგსაძემ მინი პროექტი: „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ ერთობლივად დაგეგმეს.

„მეოთხეკლასელმა - ნიკა გოგსაძემ  მეექვსეკლასელ  ლიზი გოგსაძესთან ერთად, კარგად დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებით,  გადალახა ასაკობრივი სხვაობა, მდგრადი განვითარების კონცეფციის არსში ადვილად გაერკვა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად თემში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე იმსჯელეს და ის გლობალურ პრობლემებს დაუკავშირეს.

„მათ ასევე გამოთქვეს მზაობა ამ საქმეში თავიანთი წვლილის შეტანის შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები ასევე სხვადასხვა აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ პლასტიკატის ბოთლებისგან მეორადი ნივთები დაამზადეს, აგრეთვე მასწავლებლების ხელმძღვანელობით პოსტერები: „მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“ და „დედამიწის დღე - 22 აპრილი“  შექმნეს.

სკოლაში მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

თავიანთი ნამუშევრები კი სკოლის დერეფანში გამოფინეს. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება