სიახლეები
სკოლები

„ენავ ქართულო, დაილოცოს სილაღე შენი!“ - აბაშის N1 სკოლაში დედაენის დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მიეძღვნა 
27-04-2023
-
+


აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან და მოვლენასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში მე-6 და მე-11 კლასების მოსწავლეთა, აქტივისტი ბავშვების მონაწილეობით, და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა ცომაიას ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია: „ენავ ქართულო, დაილოცოს სილაღე შენი!“, ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

„დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენითა და მწიგნობრობით. სწორედ ამ ღირსახსოვარ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია. რომლითაც, კიდევ ერთხელ პატივი მიეგო ჩვენი უძველესი, უმდიდრესი, უდიადესი, სიტყვა ქარგული, ხმათა ხავერდებისა და ღმერთების ენას, რომელიც 45 წლის წინ,1978 წლის 14აპრილს,თბილისის ქუჩებში გამოსულმა 100000-მა გულანთებულმა ადამიანმა ხელიდან გამოგლიჯა სისხლიან რეჟიმს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაში 40 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელმაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნამდვილი დღესასწაული გამართა.

„მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებით ხმა მიაწვდინეს ყველა ქართველს, რომ ჩვენი წინაპრების გმირობისა და ვაჟკაცობის ენას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები - დამსწრე საზოგადოება, მასწავლებლები, მშობლები, აღსაზრდელები.

„ისინი ვერასოდეს დაივიწყებენ ამ დიად დღეს, რომელმაც მათზე განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა . სრულიად საქართველოს ვულოცავთ დედაენის დღეს!“, - დასძენენ სკოლაში.

ეს დღე დედაენის დღედ საქართველოში 1990 წლის 14 აპრილიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება