სიახლეები
სკოლები

„დედამიწა ავადაა, დედამიწას შველა უნდა“ - ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
27-04-2023
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ხარჩილავასთან ერთად, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით პროექტი  - „დედამიწა ავადაა, დედამიწას შველა უნდა“დაგეგმეს.

პროექტის მიზანი იყო მოწოდება - „აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ ბუნების ხელყოფა საკუთარი სიცოცხლის შემოკლებაა“.    

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის სრულყოფილების მიზნით მოსწავლეებმა ჩაატარეს რამდენიმე აქტივობა.

21 აპრილს მეორეკლასელები შემოსასვლელში დახვდნენ უფროსკლასელებს, რომელთაც დაურიგეს ბარათები ბუნების დაცვის საკითხებზე, შეახსენეს მათი მოვალეობები, რომ ყველანი ერთად უნდა იყვნენ ბუნების ერთგული მეგობრები და ქომაგები.   

„მათ ასევე დარბაზში გამოფინეს ნამუშევრები, რომლებშიც ნათლად ჩანდა დედამიწის დაბინძურების სხვადასხვა ფორმა. პრეზენტაციაზე კი ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი ხედვები - თუ რა წვლილი უნდა შეიტანონ ამ კეთილშობილურ საქმეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

22 აპრილს მოსწავლეები მიწევეულ სტუმრებთან ერთად, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ესტურმნენ, სადაც წარადგინეს სპექტაკლი - „დედამიწა ავადაა“.

მათ ასევე ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე აქტიურად ისაუბრეს.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მე-7 სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელები - ქეთევან და ლაშა ჭიქაბერიძეები. ღონისძიებას აშუქებდა სკოლის IT მენეჯერი გიორგი სანიკიძე.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-2 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნანა ხარჩილავასთან ერთად, ხშირად მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში, რითაც იმაღლებენ ცოდნას სასკოლო განათლების კუთხით. ეს ხელს უწყობს მათი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას.      

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

იხილეთ ფოტოები:         


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება