სიახლეები
სიახლეები

50 კითხვა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარიდან
28-04-2023
-
+


მასწავლებლის ობიექტური თვითშეფასება მისი პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ პედაგოგი აანალიზებს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ის გაცილებით მარტივად დაძლევს პროფესიულ სირთულეებს, ვიდრე ის მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობას არ უღრმავდებიან.

გთავაზობთ 50 კითხვას, რომლებიც პედაგოგების „ესქულის“ ბაზაშია თავმოყრილი. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები თვითშეფასებაში დაგეხმარებათ:

  1. ვცდილობ გავითვალისწინო მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული, ემოციური და სოციალური პრობლემები?
  2. ვთანამშრომლობ მშობლებთან, კოლეგებთან და სპეციალისტებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლის საჭიროებები?
  3. აქცენტს ვაკეთებ მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, მაგრამ, ამავე დროს, ვაძლევ მას რჩევებს, რა უნდა გააკეთოს ხარვეზების გამოსასწორებლად?
  4. ყურადღებით ვუსმენ მოსწავლეს, ვიყენებ აქტიური მოსმენის სტრატეგიებს (ვუსვამ დამაზუსტებელ კითხვებს, ვაჯამებ მოსწავლის ნათქვამს და ა.შ.)?
  5. მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას ვაქცევ საკუთარ ლექსიკას, ასევე ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას, მიმიკებს და ა.შ.?
  6. მოსწავლეებთან ურთიერთობას ვამყარებ სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობების გარეშე?
  7. ვფლობ და შესაბამისად ვიყენებ კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების სხვადასხვა სტრატეგიას?
  8. პატივს ვცემ თითოეული მოსწავლის რელიგიურ რწმენას და კულტურულ თავისებურებებს?
  9. ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომ ეთნიკური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულმა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობის დამყარება?
  10. მოსწავლეთა პიროვნულ, კულტურულ, სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ვიყენებ, როგორც სასწავლო რესურსს?
  11. მოსწავლეებს ვასწავლი, თუ როგორ გაითავისონ, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, ხედვა, დამოკიდებულებები და იდეები?
  12. ხელს ვუწყობ თითოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები?
  13. ვცდილობ, ჩემი ყურადღება და კეთილგანწყობა თანაბრად გავუნაწილო ყველა მოსწავლეს, ვიყო ობიექტური და სამართლიანი?
  14. ვუბიძგებ მოსწავლეებს, გახდნენ სასწავლო პროცესის თანამონაწილეები, რითაც ხელს ვუწყობ მათში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას?
  15. ვცდილობ, დავეხმარო სსსმ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში?
  16. ვცდილობ და სხვა მოსწავლეებისგანაც მოვითხოვ, მოექცნენ სსსმ მოსწავლეს, როგორც თანასწორს, არ გამოიჩინონ მის მიმართ გადაჭარბებული ყურადღება და/ან თანაგრძნობა?
  17. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ კლასში ქცევის წესებსა და სანქციებს მათი დარღვევისათვის?
  18. გაკვეთილზე ვიყენებ სტრატეგიებს, რათა მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თვითრეგულირებადი ქცევა?
  19. ვცდილობ, მოსწავლეებმა გაითავისონ და დაიცვან კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებული ქცევის წესები?
  20. დროის მენეჯმენტს ვიყენებ ეფექტიანად: წინასწარ მაქვს გაწერილი თითოეული აქტივობისთვის განკუთვნილი დრო, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, შემიძლია მოქნილად ვცვალო იგი?
  21. მოსწავლეებს ვაძლევ მკაფიოდ ფორმულირებულ ინსტრუქციებს კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი აქტივობების თითოეული ეტაპისთვის?
  22. მოვიძიებ და სასწავლო მიზნის შესაბამისად ვახარისხებ სკოლაში და სკოლის გარეთ არსებულ სხვადასხვა სახის რესურსებს?
  23. სასწავლო რესურსების შერჩევისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა მზაობას და მათ შესაძლებლობებს?
  24. ნებისმიერი სახის რესურსს ვიყენებ მიზანმიმართულად, რათა მოსწავლეებს გავუადვილო ახალი ინფორმაციის აღქმა და გააზრება?
  25. მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩევ და/ან ვქმნი სასწავლო რესურსს?
  26. განვიხილავ განსხვავებულ მოსაზრებებს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
  27. მოსწავლეებს თავს არ ვახვევ არც საკუთარ და არც აღიარებულ / სტერეოტიპულ მოსაზრებებს?
  28. ვეხმარები მოსწავლეებს არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში?
  29. ვცდილობ მოსწავლეებმა გაითავისონ ის, რასაც ვასწავლი და გამოიყენონ ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში?
  30. მასალის ახსნის დროს ვიყენებ როგორც შიდასაგნობრივ, ისე საგანთა შორის კავშირებს; ვეხმარები მოსწავლეებს, თავად დააკავშირონ საკითხები ერთმანეთთან?
  31. მოსწავლეთა საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით ვიყენებ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას?
  32. სასწავლო მიზნიდან გამომდინარე, ვიყენებ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე მორგებულ შეკითხვებს?
  33. მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს და/ან ვთავაზობ პრობლემურ საკითხებს, რითაც ხელს ვუწყობ მათ ჩართვას კამათში თუ აქტიურ დისკუსიაში?
  34. ვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნებას; ვუბიძგებ მათ, იმსჯელონ ლოგიკურად და არგუმენტირებულად, კრიტიკულად შეაფასონ როგორც სხვების, ისე საკუთარი აზრები და შეხედულებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები?
  35. ვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განუვითარდეთ წარმოსახვითი და შემოქმედებითი აზროვნება?
  36. გაკვეთილის მსვლელობისას, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, ადვილად ვახდენ გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას?
  37. სასწავლო მიზნების შემუშავების დროს ვითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას, მათ გამოცდილებას, შესაძლებლობებსა და ინტერესებს?
  38. მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ვგეგმავ კლასგარეშე აქტივობებს?
  39. წინასწარ ვარჩევ და მოსწავლეებს ვთავაზობ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვის სასწავლო მასალას, ასევე დამხმარე რესურსებს?
  40. ვგეგმავ საკლასო აქტივობებს, რომლებიც გაკვეთილს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის?
  41. ვგეგმავ ისეთ საკლასო აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობასა და ინტერაქციას?
  42. წავახალისებ მოსწავლეთა აქტიურობას, შრომისმოყვარეობას, ძალისხმევას მაშინაც კი, როცა კარგ შედეგებს ვერ აღწევენ?
  43. სწავლასა და რეალურ ცხოვრებას შორის კავშირების დანახვის მიზნით მოსწავლეებს ვრთავ სხვადასხვა სახის კვლევით აქტივობებში.?
  44. მოსწავლეებს ვაცნობ და/ან ვრთავ შეფასების ინსტრუმენტების (კრიტერიუმებისა და რუბრიკების) შემუშავების პროცესში?
  45. ყველა დაინტერესებულ პირს (მშობლებს, კოლეგებს, სხვ.) ვაწვდი ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეფასებას მივმართავ, რა ვადებში, ასევე რა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით?
  46. სწავლის პროცესში გამოვყოფ მნიშვნელოვან ეტაპებს, განვსაზღვრავ თითოეულ ეტაპზე მისაღწევ შედეგებს და მიზნის შესაბამისად ვარჩევ შეფასების ფორმებსა და მეთოდებს?
  47. მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად ვიყენებ შეფასების სხვადასხვა მეთოდს (გამოკითხვა, პრეზენტაცია, კითხვების დასმა, სხვ.)?
  48. ვიცი და ვიყენებ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას?
  49. მუდმივად ვაკვირდები (ვუწევ მონიტორინგს) მოსწავლეთა სწავლის პროცესს, ვაფასებ მათ წინსვლას და ვაწვდი უკუკავშირს, საჭიროების შემთხვევაში კი - შემაქვს ცვლილებები სასწავლო კურსში?
  50. მოსწავლეებს ვაძლევ დროულ, მკაფიო და კონსტრუქციულ უკუკავშირს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების გაღრმავება?

თვითშეფასებისას გააანალიზებთ, როგორ მართავთ მოსწავლის ქცევას კლასში, რას სთავაზობთ იმისთვის, რომ ბავშვებმა ახალი მასალა მარტივად გაიაზრონ, რა აქტივობებს გეგმავთ შესწავლილი მასალის ცხოვრებაში გამოყენების მიზნით, მიმართავთ თუ არა დიფერენცირებულ სწავლებას და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება