სიახლეები
სკოლები

იფარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ორიგინალური ღონისძიება მიეძღვნა 
28-04-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად სკოლაში ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა ყოველწლიურად აღინიშნება. 

უკვე ტრადიციად ქცეული დედამიწის დღის აღმნიშვნელი ღონისძიება იფარის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის 22 აპრილისთვისაც გაიმართა.

ამჯერად, ღონისძიება სასკოლო საზოგადოებას ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებლმა - თეა მერლანმა, საკმაოდ ორიგინალური ფორმტით - არაჩვეულებრივი მუსიკალური რაკურსითა და ხალისით, შესთავაზა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ერთ დღეში, მე-10 კლასელებთან ერთად, თითქმის ექსპრომტად მომზადებული საპრეზენტაციო ნამუშევარი თავისი მუსიკალური გაფორმებებით (მაიკლ ჯექსონის - Earth Song, ლუი არმსტრონგის What a Wondwerful World) და ანიმაციური ფილმით (STEVE CUTTS-ის „რა ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს“) შთამბეჭდავი გამოვიდა. 

„ასევე, ხელოვნების მასწავლებლის - ქეთინო პირველის და მისი მოწაფეების მიერ დედამიწის დღისადმი წინასწარ მიძღვნილი პლაკატები - იყო ამ დღეს, ამ ერთი იდეისადმი, თითქმის, მთელი სკოლის მოსწავლეთა მყისიერი გაერთიანების ერთობ სასიამოვნო და ცოცხალი მაგალითი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შედეგმაც არ დააყოვნა.

„დამსწრე საზოგადოება, იფარის სკოლის პედკოლექტივი და, რა თქმა უნდა, თითოეული მოსწავლე მოხარული იყო იმით, რომ ჩავლილი ღონისძიების შემდეგ ისინი უფრო კარგად აცნობიერებენენ საკითხის სიღრმესა და საკუთარი პასუხისმგებლობის სიდიდეს აქ მოტანილ პლაკატებზე მათ მიერვე დახატულ ცრემლიან-ტკივილიანი დედამიწის წინაშე...“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება