მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა.
მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რ გამოიყენონ ბარბარიზმები.
მათ ასევე ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მისი როლი აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, ასევე, ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს