მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს.
სკოლას „ცხუმისა„ და ჯვარის II ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვები სტუმრობდნენ.
ბავშვებს სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მომავალ პირველკლასელებს მასპინძლობა მე-12 კლასელებმა გაუწიეს და პატარები სახალისო აქტივობებში ჩართეს.
„ჩვენც ვიბავშვეთ სტუმრებთან ერთად“,- გვიყვებიან დამამათავრებელი კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა ასევე სკოლა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან. სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
„გულიანად გელით, სკოლისაკენ ჰერი-ჰერი“,- ასე მიმართავენ პატარებს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“