მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე თემაზე - „ორგანიზმთა სასიცოცხლო ციკლი“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.
აქტივობაში მეოთხეკლასელები ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ამაღლებს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“