სიახლეები
სკოლები

„მიეცი საშუალება გასაზრდოოს - დაიცავი გარემო“ - კუჭატნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განახორციელდა
28-04-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი თუ აქტივობა ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში რუსული ენის წამყვანმა მასწავლებელმა - მარინა ლაფაურმა პროექტი - „მიეცი  საშუალება გასაზრდოოს - დაიცავი გარემო“ განახორციელა.

პროექტში მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანი ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება იყო.

პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად, აქტივობები დაგეგმა და აღნიშნული საკითხთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები დასახა.

„მოსწავლეებს პროექტის მიზანი გავაცანი, ვისაუბრეთ, როგორ  შეიძლება ვიზრუნოთ  სუფთა წყალზე, როგორ გავუფრთხილდეთ დედამიწის ეკოსისტემასა და ასევე წყალქვეშა სამყაროს“, - აღნიშნავს პედაგოგი, მარინა ლაფაური.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ქართულ და რუსულ  ენებზე სლოგანები დაწერეს, რომლებიც თვალსაჩინო ადგილებზე - სკოლის  ტერიტორიაზე გააკრეს.

„მათ ასევე ისაუბრეს, რამდენად აუცილებელია გავუფრთხილდეთ სუფთა წყალს. გაიაზრეს, რომ არ უნდა დავტოვოთ ონკანი მოშვებული, თუ აღარ გვჭირდება  წყალი. უნდა დავზოგოთ ელექტროენერგია, არ დავყაროთ ნაგავი ქუჩაში და თვითონ  ნარჩენებიც უნდა დავახარისხოთ და ჩავყაროთ სხვადსხვა ურნაში. არ შეიძლება წყალში ჩავყაროთ პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პაკეტები, ამის გამო ნადგურდებიან წყალქვეშა მობინადრეები და წყალმცენარეები. ეს კი, დედამიწაზე სიცოცხლეს  უქმნის საფრთხეს“ , - ამბობს პედაგოგი.

მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს ქუჩები და სკოლის ტერიტორია,  დაამზადეს პოსტერები და სხვადასხვა მასალის ნარჩენებისგან ნივთები დააამზადეს.

„აღნიშნულ ნივთებს მივეცით მეორე სიცოცხლე, გამოვიყენეთ პლასტმასის  ბოთლები, ხე, დიქტი, მუყაო და სხვა მასალა. ასევე, სკოლაში მოვაწყეთ ამ ნივთების გამოფენა და სკოლის ეზოში გაუქმებული საბურავებისგან დავამზადეთ საყვავილეები და დავთესეთ  ყვავილები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ბოლოს, მოსწავლეები გახარებულები დარჩნენ, რადგან  ბუნების დაცვაში წვლილი შეიტანეს. 

„მათ ასევე გამოთქვეს  სურვილი, რომ შემდეგშიც  დავგეგმოთ ასეთი პროექტები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება