ჯვარისის საჯარო სკოლის ღვაწლოსილ პედაგოგებს - შორენა გიორგაძესა და მირანდა გიორგაძეს მენტორის სტატუსი მიენიჭათ
28-04-2023
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგებს - შორენა გიორგაძესა და მირანდა გიორგაძეს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის - შორენა გიორგაძისა და მირანდა გიორგაძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგებს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლისთვის უმაღლესი სტატუსის ორი მასწავლებელი ნამდვილად საამაყოა. სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ვულოცავთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგებს - შორენა გიორგაძესა და მირანდა გიორგაძეს მენტორის სტატუსის მინიჭებას. საამაყოა, რომ ჩვენს პატარა სკოლას უკვე ორი მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი ჰყავს. წარმატება ჩვენს სკოლას! კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს პედაგოგებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.